18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
180-მდე ტურისტი გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, სვანეთის ნაცვლად, ბათუმში გაემგზავრა

უკვე მესამე დღეა ტურისტები სვანეთში ჩასვლას ვერ ახერხებენ. გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო 180-მდე ტურისტს უკან მობრუნება მოუწია.

ლაჯურღურას მონაკვეთზე კი ქვების ცვენის საშიშროება ამ დრომდე შენარჩუნებულია, რის გამოც სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. რაც შეეხება იფართან არსებულ ვითარებას, გზაზე აქაც კლდის ნაშალია ჩამოსული.

უცხოელი ტურისტების ნაწილი გზის გახსნას ორი დღე ელოდებოდა, თუმცა ისინი საბოლოოდ სვანეთის ნაცვლად ბათუმში წავიდნენ.

შექმნილ ვითარებაში ისინი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

დღის ამბები