განადგურებული ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ასწლოვანი მეორე ევკალიპტის გადასატანად სამეგრელოში მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
ადგილზე იმყოფებოდნენ "ენერგოპროსა" და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
ხე ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი აბასთუმნიდან კახათში გადაიტანეს. ამისთვის საჭირო გახდა ელექტრო ხაზების ჩახსნა, რამდენიმე ადგილას ელექტრო ბოძის დემონტაჟიც განხორციელდა. 14 სოფელს ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. აბონენტების ნაწილი ამ დრომდე დენის გარეშეა.