25 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ავარიას რუსთაველზე 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ავარია რუსთაველზე - სამი მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულია 5 და გარდაცვლილია 1 ადამიანი. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შემთხვევა დღეს გათენიისას მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებული ახალგაზრდები უგონო მდგომარეობაში იყვნენ.

როგორც „რუსთავი 2“-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 3 დაშავებულის მდგომარეობა გადაყვანის დროს მძიმე იყო. 

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები