18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა მაისში გაიხსნება

გზა, რომელსაც უკვე სამი წელია მოსახლეობა ვერ იყენებს, მაისში გაიხსნება. საუბარია წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე. ტერიტორიაზე ამჟამად ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მისი არ არსებობა მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.

სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს. 

დღის ამბები