უპატრონოთა სასაფლაო, სადაც ცხედრებს ძაღლები ჭამენ - ცხოველებს სხეულის ნაწილები ხშირ შემთხვევაში სასაფლაოდან დასახლებულ პუნქტამდეც ჩამოაქვთ.
აფრიკის დასახლებაში არსებულ სასაფლაოზე შექმნილი საზარელი ვითარების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, სასაფლაოდან ძაღლებს ცხედრის ნაწილები მოაქვთ.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ სასაფლაოს ადმინისტრაციას მიმართეს, თუმცა მათ გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია. ადგილობრივების თქმით, ახლა საქმის კურსში მათ უკვე პოლიციაც ჩააყენეს.
ქალაქის მერი, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ მერია აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებს და შესაბამის ზომებს მიიღებენ.