25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. სადღესასწაულო წირვა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ჩატარდა.
ავტოკეფალია ქართულ ეკლესიას რუსეთის იმპერიამ გააუქმა, მისი აღდგენა 1917 წელს მოხერხდა.
სიონის ტაძარშივე საკვირაო ქადაგებით მიმართა მრევლს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ. მეუფე შიომ შეკრებილებს რეალური წარმატებისა და ძალაუფლების შესახებ ესაუბრა.
„ძალიან გავრცელებულია, ჩვენ შორის, ქრისტიანებს შორისაც, ისეთივე მისწრაფებები გვაქვს, როგორც დანარჩენ სამყაროს. ბავშვებს ჩვენ ვზრდით, რომ წარმატებულები და ლიდერები იყვნენ და ჩვენში არის ეს მისწრაფება, რომ ხელწიფება ჰქონდეთ, პირველობა ჰქონდეთ და სხვები ემსახურებოდნენ უფრო მათ და უფალი ამბობს, რომ ასე ნუ იქნება,“ - განაცხადა მეუფე შიომ.