ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. მორწმუნეების ნაწილი დღეს ბზობას აღნიშნავს. მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლა იზეიმეს წმინდა მიწაზე და ვატიკანშიც. იერუსალიმში ტრადიციულად პალმის რტოებით მსვლელობა გაიმართა. ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარებულ მესას კი კათოლიკური ეკლესიის მეთაური გაუძღვა. პაპმა ფრანცისკემ ქადაგების დროს ახალგაზრდებს მიმართა და მოუწოდა, რომ ძველ თაობებს მათი გაჩუმების უფლება არ მისცენ.