18 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ენერგოეფექტური მშენებლობა შესაძლოა სამშენებლო კომპანიებისთვის ვალდებულებად იქცეს

გასული ხუთი წლის განმავლობაში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობისთვის ევროკავშირმა საქართველოსთვის 90 მილიონი ლარი გამოყო.

დაზოგილი ენერგია და თანხები, ჯანმრთელი გარემო და მოსახლეობის კომფორტი, ენერგოეფექტურად აშენების მთავარი მომხიბვლელობაა. ევროკავშირი კი ამ მიმართულებით ქვეყანას გრძელვადიან თანამშრომლობას სთავაზობს. მთავრობაში უკვე კანონპროექტსაც განიხილავენ და სულ მალე ენერგოეფექტური მშენებლობა შესაძლოა სამშენებლო კომპანიებისთვის ვალდებულებად იქცეს.

ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაზოგილი ენერგიის და გადასახადების გარდა სახლების ევროპული სტანდარტებით შეფუთვა მშენებლობა ახალი ინდუსტრიებისა და სამუშაო ადგილების გაჩენასაც უზრუნველყოფს.

რამდენიმე წლის წინ M2 -თან ერთად P.S.-მა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა და ადგილზე გაეცნო როგორ შენდება ენერგოეფექტური სახლები. ეს მაშინ საქართველოსთვის უცნობი ტექნოლოგია იყო, დღეს კი მას M2 ერთად უკვე სხვა მსხვილი სამშენებლო კომპანიებიც იყენებენ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობების ფონზე, ეს მინიმალურია და სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს დეველოპერებს დაანახოს, რომ ენერგოეფექტური სისტემებით მშენებლობა არც განსაკუთრებულ სირთულესთან და არც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

​ავტორი: რუსუდან გიორგაძე.

 

დღის ამბები