18 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
"რუსთავი 2," აღმაშენებლის გამზირი, ფეხბურთის ფედერაცია - რადიკალური მოძრაობა "ქართული მარშის" ხმაურიანი აქციები

"ქართული მარშის" წევრები, რომლებიც თავს მშვიდობიან მომიტინგეებს უწოდებენ, გასულ კვირას "რუსთავი 2"-თან მოვიდნენ და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარის შემდეგ პოლიციამ 6 პირი დააკავა. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი შედეგით მხოლოდ "რუსთავი 2"-თან გამართული აქცია არ დასრულებულა. "ქართული მარშის" წევრების ქმედება იმდენად რადიკალურია, რომ მათ მიერ გამართული აქციები დაკავებებით სრულდება, თუმცა იმ განსხვავებით რომ სასამართლოს  ამ დრომდე პატიმრობა არც ერთი მათგანისთვის არ შეუფარდებია. ასეთივე ხმაურიანი იყო აქცია ლგბტ თემის წინააღმდეგ, როგორც აღმაშენებლის გამზირზე, ასევე ფეხბურთის ფედერაციასთან. 

ავტორი: თამარ ჩიტიშვილი.

დღის ამბები