18 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული მუშა ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 45 წლამდე მამაკაცი ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი.

ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

შუქრუთის მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა და 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ქვეშ მოიყოლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები