18 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
" მოკვლევა დაწყებული გვაქვს, დღის განმავლობაში სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება " - კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში ცხედრის ნაწილების პოვნას ეხმაურება

აფრიკის დასახლებაში ნაპოვნი ადამიანის კიდურების წარმომავლობას გამოძიება სწავლობს. ადგილობრივების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედრის ნაწილები ძაღლებმა ახლომდებარე მუნიციპალური სასაფლაოდან მოიტანეს, სადაც უპატრონო მიცვალებულებსა და ამპუტირებულ კიდურებს ასაფლავებენ.

მომხდარს დღეს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მოკვლევა დაწყებულია და ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი.

„ახალი ამბავი არის ის, რომ მოკვლევა დაწყებული გვაქვს. დღის განმავლობაში უკვე სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს“- განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თვითმხილველებმა ჩვენებები უკვე მისცეს. "შპს ჰერმესის", რომელიც ცხედრების დასაფლავებაზე პასუხისმგებელი, გამოძიების დასრულებას ელოდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები