18 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
შპს "ჰერმესის" დირექტორი უარყოფს, რომ ცხედრის ნაწილები აფრიკის დასახლებაში სხვა დროსაც მოხვდა

გამოძიებამ უკვე დაიწყო შესწავლა, თუ საიდან მოხვდა აფრიკის დასახლებაში ადამიანის ცხედრის ნაწილები. კონკრეტული ვერსია არ არსებობს, თუმცა ადგილობრივების თქმით, არ არის გამორიცხული ცხედრის ნაწილები ძაღლებს ახლომდებარე მუნიციპალური სასაფლაოდან მიეტანათ, სადაც უპატრონო მიცვალებულებსა და ადამიანის ამპუტირებულ კიდურებს მარხავენ.

კურიერთან“ საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ საზარელი ფაქტი პირველი შემთხვევა არ იყო.  თვითმხილველებმა სამართალდამცველებს ჩვენებები უკვე მისცეს.

"შპს ჰერმესის’’ დირექტორი გამოძიების დასრულებას ელოდება. მიხელ ძაგანია ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არასოდეს მომხდარა და სიცრუეა ადგილობრივების განცხადება, რომ ცხედრის ნაწილები დასახლებაში პირველად არ მოხვედრილა.

ძაგანიას თქმით, მისი კომპანია უპატრონო მიცვალებულებისა და სხეულის ამპუტირებული ნაწილების დაკრძალვას პროცედურის ყველა ნორმის დაცვით აწარმოებს. 

„ჰერმესი“ მერიის მიერ დაფუძნებული შპს-ა, რომელიც მუნიციპალურ სასაფლაოებს მართავს.

„პროცედურა არის შესაბამისი, იმ რეგულაციების რაც ჩვენ გვაქვს და ამ რეგულაციებით ხდება დაკრძალვა. მიწის გაჭრა და დამარხვა შესაბამისი ნარჩენის. გაჭრა ხდება მინიმუმ მეტრსა და 30 სმ-ზე და მეტზე. ერთი ფაქტიც არ გვაქვს ჩვენ, მათ შორის, არც არაოფიციალური მომართვა, მით უმეტეს წერილობით, არათუ ჩვენ, არამედ არც ადგილობრივ ადმინისტრაციას.

მოგეხსენებათ, რომ თითოეული სასაფლაოს თავისი ადმინისტრაცია ჰყავს, თავისი ადმინისტრატორი და იქ მომუშავე პერსონალი, მათაც არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლებს ოდესმე მიუმართავთ მათთვის ამ პრობლემით. შესაბამისად, მე გაკვირვებას გამოვხატავ იმასთან დაკავშირებით, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, რომ თითქოს ეს შემთხვევა პირველი არ არის და მეორე“ - ამბობს ძაგანია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები