18 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
წულუკიანი ხელს აფარებს მის მოადგილეს - მესამე სექტორი პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლებას ითხოვს

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა უნდა დატოვოს - ამ მოთხოვნას ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ. ისინი უმკაცრეს რეაგირებას ითხოვენ სექსუალური შევიწროების იმ ფაქტზე, რომლის შესახებაც "შაბათის კურიერში" იყო საუბარი. 

„სამწუხაროდ საქმე გვაქვს, რაღაც ფასადურ უფლებების დაცვასთან. მე ამ შემთხვევაში თეა წულუკიანზე ვსაუბრობ, რომელიც თითქოს და გამოირჩევა ქალთა უფლებების დაცვით. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს მის ირგვლივ ადამიანებს ეხება მისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი და ის ხელს აფარებს მის მოადგილეს, თანამშრომელს თუ კოლეგას, მაშინ როდესაც ის არაერთი ქალის მიერ არის მხილებული ასეთ ძალადობაში,“-განაცხადა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ.

პაპუნა უგრეხელიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება ”ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის” პროექტის კოორდინატორიც. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ იმ დრომდე სანამ მოხდებოდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდებების გამოკვლევა უნდა შეჩერებოდა მას უფლებამოსილების შესრულება.  

„უნდა მომხდარიყო რეაგირება იმით, რომ ადამიანისთვის შეწყვეტილიყო თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობა. და გამოეკვლიათ თუ კი ეს საკმარისი არ არის ვიღაცისთვის და ვინმესთვის  სახალხო დამცველის დასკვნა,“-განაცხადა იდა ბახტურიძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ყურადღებას სახალხო დამცველის დასკვნა ამახვილებს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დაიხვეწოს კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 

დღის ამბები