სახალხო პროტესტი პანკისში - სოფელ ბირკიანის მოსახლეობა ხადორი03-ის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ 5-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური სოფელს სარწყავი წყლის გარეშე დატოვებს, სასმელი წყალი კი დაბინძურდება.
ბირკიანის მაცხოვრებლების თქმით, ჰესისთვის წყლის მიწოდება ხადორი2-ის არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანამდე, დაახლოებით, 4.5 კილომეტრზე მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მოსახლეობის განმარტებით, მილი საძოვრებზე გაივლის, მათი საქონელი კი ბალახის გარეშე დარჩება.
მშენებელ კომპანიაში კი დარწმუნებული არიან, რომ განცხადებები ეკოლოგიურ კატასტროფაზე აბსურდია და მზად არიან, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ჰესის აშენებით მოსახლეობას არ წყლის და არც ეკოლოგიური პრობლემები არ შეექმნება.
ავტორი: ია გულიაშვილი