18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი - 27 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად - 98%-მა, დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.

რეფერენდუმი გაიმართა აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზეც.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477. რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,3%-ს; კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის “დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, “არა” მომხრეთა რიცხვი – 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,53%-ს.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.

ზვიად გამსახურდიამ რეფერენდუმიდან რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ - განაცხადა მაშინ გამსახურდიამ სიტყვით გამოსვლისას. 

 

დღის ამბები