გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა დმანისში, სადაც ის შეხვდა RMG GOLD-ის წარმომადგენლებს და ღიად დააფიქსირა, რომ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი დარღვევები. ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გააკეთა. გიორგი ვაშაძის თმით გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლამ დმანისის გადასარჩენად უკვე გამოიღო პირველი შედეგები და ეს ჩანს მინისტრის განცხადებებიდანაც.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დღეს მცდელობა აქვთ გარკვეულ ადამიანებს ხელისუფლებიდან, რომ სახე მაინც შეინარჩუნონ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან ასევე წარმოადგინა ორი დოკუმენტი RMG GOLD-ის მიერ ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვების შესახებ და აღნიშნა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ფინანსთა სამინისტოს შემოსავლების სამსახურმა , იმ მოტივით, რომ კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენდა ზუსტი ხარჯთაღრიცხვის ფურცელი არ გასცა.
„RMG GOLD კაპიკებს იხდის ბიუჯეტში და მილიონებს შოულობს“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ხვალ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით მას მოუწევს მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა.
„ხვალ იქნება ამ მწვავე კითხვების დასმის დროს რადგან მრავალ კვირიანი მოთხოვნის შემდეგ მინისტრი გამოცხადდება კომიტეტზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე განმარტებით აუცილებელია , რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ეკოლოგიურ კატასტროფას ბოლნისსა და დმანისში.