დაღუპული მეშახტეები საკუთრ სახლებში გარდაცვალებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, გვიან ღამით მიასვენეს. მანამდე კი, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, სავარაუდოდ სამთო დარტყმის შედეგად დაღუპულებს ექსპერტიზა ქუთაისში უტარდებოდათ.
მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.
6 დაღუპული მეშახტის ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
თბილისსა და ქუთაისში პარლამენტების შენობებთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან დროშები გვიან ღამით უკვე დაუშვეს.