30 დეკემბერი 2024,   21:18
ვრცლად
კალაძე სთავაზობს მოძალადეების ამხანაგურ მატჩს მსხვერპლებთან, რაც არის აბსურდი - უცხოელი სტუდენტების ადვოკატი

„მერის განცხადება პირდაპირ არის მოწოდება დავიწყებისკენ,“ - ასე პასუხობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი, შოთა თუთბერიძე, ქალაქის მერის ინიციატივას ამხანაგური მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით.

დედაქალაქის მერმა დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ამხანაგური მატჩის ორგანიზება დაავალა, სადაც ინციდენტში მონაწილე სტუდენტები და ადგილობრივები ფეხბურთს ერთად ითამაშებენ.

იურისტის თქმით, კალაძის ინიციატივა მიუღებელია, რადგან ის დაზარალებულებს მოძალადეებთან თამაშს სთავაზობს.

„მერის განცხადება პირდაპირ არის მოწოდება დავიწყებისკენ და აბსოლუტურად იმეორებს შსს-ს თავდაპირველ ნარატივს, როცა პოლიციელებმა თქვეს, რომ მოდი, დავივიწყოთ ეს კონფლიქტი და არცერთ სხვა ტიპის დანაშაულში არა აქვთ მსგავს განცხადებებს ისეთი წამახალისებელი ეფექტი, როგორც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში. ნაცვლად იმისა, რომ თბილისის მერს ეთქვა, რომ გამოძიება დასრულდეს სწრაფად, ეფექტიანად და დამნაშავეები დაისაჯონ, სთავაზობს დაზარალებულებს მოძალადეების ამხანაგურ მატჩს მსხვერპლებთან, რაც არის აბსურდი,“ - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ბელიაშვილის ქუჩაზე უცხოელ სტუდენტებს და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ უშუალოდ ჩხუბის დროს გამოძახებულმა პოლიციელებმა მათ ინცინდენტის დავიწყება ურჩიეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები