30 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
პოლიტ პატიმრების არსებობა საქართველოში - მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე  

მიხეილ სააკაშვილი ევროპის ყველაზე დიდი - სახალხო პარტიის, პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მთავარი გზავნილი საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას ეხება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რამდენიმე გვარს ასახელებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას.

„მე მქონდა მიმართვა პოლიტიკურ ასამბლეაზე. მე ვილაპარაკე პოლიტპატიმრებზე. ვანო მერაბიშვილზე დადასტურებით თქვა სტრასბურგმა, რომ ის ციხეში ზის მხოლოდ იმის გამო, რომ უარი თქვა, ჩემზე მიეცა ჩვენება. ამას აქვს დიდი გამოხმაურება აქ, არის სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანოზე. ბაჩოზე იქნება, იმედია, სტრასბურგის გადაწყვეტილება და ისინი აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაში რჩებიან და ეს უკანონობა უნდა დასრულდეს ჩვენი სწორი ქმედებებით დემოკრატიის და კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დღის ამბები