30 დეკემბერი 2024,   21:15
ვრცლად
კანის ფერის გამო ნიგერიიდან ჩამოსულ სტუდენტს ერთ-ერთი მოქალაქე 10$-ის გადახდას სთხოვდა

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, უცხოელი სტუდენტების მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა.

სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სასწავლებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, ყვებიან, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხშირად ხდებიან და ეს უმეტესად კანის ფერით არის განპირობებული.

უცხოელი სტუდენტები ყვებიან იმასაც, რომ ხშირად მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც სდევნიან და არის შემთხვევები, როდესაც მგზავრები ავტობუსს ატოვებინებენ.

საზოგადოების მხრიდან აგრესიასა  და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე ძირითადად ნიგერიიდან და ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტები საუბრობენ.

სტუდენტები ამბობენ, რომ ქუჩაში ხშირად მათ ფულს სძალავენ. იყო შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტს ერთ-ერთი მოქალაქე თვეში 10 ამერიკული დოლარის გადახდას კანის ფერის გამო სთხოვდა. 

დღის ამბები