17 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
შავი ლაქა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში - ყოფილი ომბუდსმენი მუხთარლის გატაცებას აფასებს

„ერთი წლის წინ რა ფაქტიც მოხდა, ეს იყო შავი ლაქა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში,“ - ასე შეაფასა ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, აფგან მუხთარლის გატაცება.

ნანუაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მუხთარლის გათავისუფლება თავზე ტომრების ჩამოცმით მოითხოვეს.

ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებით, მუხთარლის საქმემ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დააზიანა. 

„დღეს მე სწორედ ამიტომ ვარ, რომ უნდა შევაფასოთ ის გამოძიება, რომელიც არ არის ეფექტიანი. კითხვის ნიშნები, რომელიც დაისვა პირველივე დღიდანვე, დღეს კიდევ უფრო მეტი კითხვა ისმის. პირველივე დღეებიდანვე დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა ქართველი სამართალდამცველები გარეული ამ კონკრეტულ ოპერაციაში. ხელისუფლებას ჰქონდა ერთი წელი, რომ საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ ასეთი ეჭვები არ არსებობდა და უნდა გაექარწყლებინა. სამწუხაროდ, მე დღემდე ვერ დავინახე ხელისუფლების მიერ გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი, რომ მათ ეს ეჭვები გაექარწყლებინათ,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები