17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"რუსთავი 2" იუბილარია - ტელეკომპანია 24 წლის გახდა

ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ მძიმე ფონზე უწევს "რუსთავი ორს" საკუთარი იუბილის აღნიშვნა. ტელეკომპანიას დღეს 24 წელი შეუსრულდა. ტელეკომპანის ისტორია 1994 წელს რუსთავში, ერთ ოთახში დაიწყო, თუმცა უკვე წლებია ის თბილისში აგრძელებს მაუწყებლობას. ამ პერიოდის განმავლობაში იყო არა ერთი სასამართლო პროცესი, დახურვის არა ერთი მცდელობა, ტელევიზიაში შემოჭრა და მისი გაჩუმების სურვილი. პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იყო დანაკლისიც, თუმცა ამ ყველა პრობლემას ტელევიზიამ გაუძლო და უკვე წლებია, ის პროფესიონალთა გუნდის დამსახურებით, არის ყველაზე ყურებადი და რეიტინგული.

დღის ამბები