ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა აქციაზე, სუს-ის თანამშრომლებმა მიიყვანეს.
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორი სოციალურ ქსელში საკუთრი განცხადების დამადასტურებელ ფოტოებსაც ავრცელებს.
აქვე კეთდება განცხადება, რომ ამ ფოტოებში ჩანს ერთ-ერთი სუს-ის თანამშრომელი ვატო ლებანიძე.
"დღის ბოლოს სუს-მა გამოიყენა ყველაზე ბინძური პროვოკაცია რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მოიყვანა მეორე გარდაცვლილის მშობლები აქციაზე იმ განცხადებით, რომ ისინი ენდობიან გამოძიებას და აქცია უნდა დაიშალოს.
ეს არ არის ერთი ადამიანის აქცია, ეს არის სამართლიანობის აღდგენის აქცია, ეს არის აქცია, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში აწყდება,“-განაცხადა ელისო კილაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში საუბრისა.
სუს-მა ოფიციალურად ასევე უარყო ლებანიძის რაიმე კავშირს ამ უწყებასთან. შემდეგ დაზუსტდა, რომ ის სავარაუდოდ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.