17 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
ტყიბულში ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ტყიბულში, ერთ-ერთ მაღაროში, დღეს დილით ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდ.მეწარმეს აქვს აღებული იჯარით. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ორი მუშის გარდაცვალება. 

დღის ამბები