17 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავისი ღირსებით - მეუფე ვახტანგი

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი პარლამენტის წინ მივიდა და ზაზა სარალიძეს შეხვდა. პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში გამართული შეხვედრის შემდეგ მეუფე ვახტანგმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ნუგეში მივეცი ადამიანს, არ გვაქვს ამის უფლება? სადაც არის ერი და გაჭირვება, იქ უნდა იდგეს ეკლესია თავის ღირსებით,“ - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

დღეს ასევე იგეგმება ზაზა სარალიძის და პატრიარქის შეხვედრა. ზაზა სარალიძის თქმით, ის მოხარულია, თუ ილია მეორესთან შეხვედრსი შესაძლებლობა მიეცემა.

პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, პატრიარქმა ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

ნუ მომკლავ! - აქცია ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან დღეს საღამოს 6 საათიდან განახლდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები