17 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
ნინო ლომჯარიას ვაკის პარკის აქციაზე აგინეს

ვაკის პარკში მისულ ნინო ლომჯარიას აქციის მონაწილეებმა აგინეს. მათი გაღიზიანების მიზეზი უცნობია. ომბუდსმენის ადგილზე გამოჩენისთანავე, აქციაზე მყოფმა პირებმა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს. მალევე ტერიტორიაზე მყოფმა ზაზა სარალიძემ ნინო ლომჯარიასთან ერთად ვაკის პარკი დატოვა.

ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის მიდის სახლში. 

"აქ დგას ჩემი შვილი და მე ჩემი შვილის გვერდზე ვიდგები. ვინც ვერ ხვდებით აქ მე რატომ ვარ, ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამთ, მაღიზიანებს!,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის დატოვებამდე. 

ვაკის პარკში აქციას საზოგაოდების ერთი ნაწილი მართავს. ისინი ამბობენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიკას და სწორედ ამ მიზნით არ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე. 

დღის ამბები