ოპოზიციის გადაწყვეტილება ჩაერთოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე ცხადი გახდა ვისი ორგანიზებულია აქციები. მისივე განმარტებით გარკვეულ ძალებს ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ, რის საშუალებასაც მთავრობა არ მისცემს.
„გუშინ უბრალოდ გაცხადდა ოფიციალურად, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე, თორემ წინა დღეებშიც ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავდით თუ როგორ წარიმართებოდა, ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს მიტინგები. რა თქმა უნდა პირველი ტალღა ვიხილეთ, ეს იყო საზოგადოებრივი რეაქცია იმ ინფორმაციაზე რომელიც გავრცელდა განაჩენთან დაკავშირებით. ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები განაჩენის თაობაზე და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, თუმცა ამის შემდეგ იმავე დღეს საღამოდან პრაქტიკულად სადავეები პროცესზე ხელში აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ.“ ასე გრძელდებოდა ეს პროცესები ორი დღის განმავლობაში და ეს საბოლოოდ გაცხადდა გუშინ. ვიხილეთ სამწუხაროდ კომიკური სურათიც,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.