17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
"მეტრო დაკეტილია, სამგორის მეტროდან ფეხით მოვედი 300 არაგველამდე" - მოქალაქეები პრობლემებზე საუბრობენ

მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ უფასო ავტობუსებით - ეს წარწერა, მოქალაქეებს ყველა მეტროსადგურში დახვდათ.

დილის ექვსი საათიდან თბილისის 23 მეტროსადგური მემანქანეების გაფიცვის გამო დაკეტილია. მოქალაქეები სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვერ ახერხებენ გადაადგილებას, რადგან ავტობუსებში ადგილები არ არის.

მოქალაქეები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მათ მეტროსადგურების დახურვის გამო შეექმნათ.

„სამგორის მეტროდან ფეხით წამოვედი 4-5 გაჩერება და ფეხით მოვედი 300 არაგველამდე. ავტობუსები და მარშრუტკები სავსე იყო. ახლა მინდა უკან გავყვე და არ არის,“-ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ უფასო ავტობუსების გარდა შეუძლებელია მიკროავტობუსებით სარგებლობა.

„დაკეტილია და სად დავდივარ მეც არ ვიცი. ერთი ტრანსპორტის მაგივრად არ ვიცი მესამე გამოვიცვალე და მეოთხე კიდევ გამოსაცვლელი მაქვს“- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

 

დღის ამბები