გაიმართება თუ არა GEM FEST ანაკლიაში იმ ადგილას, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უკვე სამჯერ ჩატარდა, ჯერჯერობით, უცნობია. ამ კითხვაზე პასუხს თავად ორგანიზატორებიც ელოდებიან.
მათ ქონების ეროვნულ სააგენტოს განცხადებით დღეს მიმართეს. პარალელურად, წლევანდელი ფესტივალისთვის სამზადისი უკვე მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად სად გაიმართება GEM FEST, ეს უკვე რამდენიმე დღეში, ოფიციალური პასუხის შემდეგ გაირკვევა.
ორგანიზატორებმა ქონების ეროვნულ სააგენტოს კონკრეტულ ტერიტორიაზე ფესტივალის ჩატარების მოთხოვნით ორი თვის წინაც მიმართეს, თუმცა მაშინ უარი მიიღეს.