17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
შანტაჟში დადანაშაულების შემდეგ, დედაქალაქის მერი მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

შანტაჟში დადანაშაულების შემდეგ, დედაქალაქის მერი მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს მაინც შეხვდა. კახა კალაძემ მემანქანეების ნაწილთან შეხვედრა ჯერ თბილისის მერიაში გამართა, შემდეგ კი დეპოში მივიდა.

თბილისის მერიაში გამართული ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კახი კალაძემ გაფიცულ თანამშრომლებთან დეპოში მისვლა.

განცხადება შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა. ირაკლი ხმალაძემ ამჯერად განაცხადა, რომ მხარეებმა მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით საერთო ენა უნდა გამონახონ. 

„გამოთქმულია მზაობა იმისათვის, რომ გადაიდგას ყველა აუცილებელი ნაბიჯი, რაც საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს მეტრომ ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევიდეთ ერთმანეთის მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში და საბოლოო ჯამში მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში ესაჭიროება ქალაქს, დედაქალაქის მოსახლეობას,“-განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები