კიდევ ერთი გატაცება ოკუპანტების მხრიდან - რუსმა ოკუპანტებმა სასულიერო პირი, დირბის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი გაიტაცეს.
სასულიერო პირის გატაცების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური ადასტურებს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ, მამა იოანე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში იმყოფებოდა, სადაც ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს, რა დროსაც ის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის, განცხადებით, საპატრიარქოში საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს.