17 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
"ბლაგვი საგნებით მიყენებული 100-ზე მეტი დაზიანება" - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

თითქმის 3 თვიანი ლოდინის შემდეგ, ოკუპანტების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია. 

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, რაც წამების კვალზე მიუთითებს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილს ცხინვალის იზოლატორში, ბლაგვი საგნებით, 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს, რამაც სავარაუდოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.

დასკვნაში არაფერია ნათქვამი სავარაუდოდ ტყვიის კვალზე, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე თავის არეში - დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დააფიქსირეს. 

დღის ამბები