ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი შაურიძის ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით შაურიძე უდანაშაულოა და აღიარებით ჩვენებაზე სამართალდამცავებმა ხელი იძულებით მოაწერინეს. ადვოკატი და ოჯახის წევრები საქმის ხელახალ გამოძიებასა და იმ პირების დაკავებას ითხოვენ, ვინც ბრალდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ან დაზარებულად უნდა ცნოს გიორგი შაურიძე, ან კანონის შესაბამისად მას უნდა წაუყენონ ახალი ბრალი ცრუ დასმენისთვის. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და უკვე 17 დღეა შიმშილობს.