17 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
"საკმაოდ სკანდალური პროცესი იქნება," - ცილისწამებისთვის ზვიად დევდარიანი სასამართლოში 8 ქალს უჩივლებს

ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და იმ ქალებს უჩივის, ვინც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და მოითხოვს ადევნების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს.

ზვიად დევდარიანს და მისი უფლებადამცველს უკვე მზად აქვთ სარჩელი. ისინი სასამართლოს პარასკევს მიმართავენ. ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით საუბარია რვა ქალზე, რომლებმაც უფლებადამცველის თქმით ზვიად დევდარიანის მიმართ აწარმოეს ცილისმწამებლური კამპანია. მისივე მტკიცებით ამ ქალების მიზანი იყო, რომ ზვიად დევდარიანს  საკუთარი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის კანდიდატობიდან მოეხსნა.  

„დაახლოებით რვა პირი იქნება. ამ ეტაპზე ძალიან მინდა, რომ დავასახელო ეს პირები. მე შემიძლია დავაანონსო საკმაოდ სკანდალური პროცესი. ისინი არ არიან რიგითი პირები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან იმ ჯგუფის წევრები ვინც დაგეგმა საზმაუს ბორდში თავისი კანდიდატურის გაყვანა,“-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ და არ გამორიცხა, რომ მის მიერ დასახელებულ პირებს შორის შესაძლოა ბაია პატარაიაც იყოს.

ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ ის დეტალურად გაეცნო იმ საჩივარს, რომლითაც მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. მისი თქმით ის არაფერია თუ არა ჭორაობა.

„ცალსახად არის მითითებული რამდენიმე მუხლში, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში, რომ ამ ტიპის სავარაუდო ფაქტი უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი მასალებით და მტკიცებულებებით. ის რაც ჩვენ აქ ვნახეთ, უფროს სწორედ სამი საჩივარი რომელიც გადმოგვეცა ორი კვირის წინ რეალურად არის ჭორაობა ორ გვერდზე. რაზეც თითოეულზე, ამ ორ გვერდიან საჩივარზე დაახლოებით 15 გვერდიანი პასუხი გავეცი. ანუ  ყველა სიტყვას, ყველა წინადადებას და ყველა აბზაცს გაეცა ჩემი მხრიდან ამომწურავი პასუხი,“-განაცხადა ზვიად დევდარიანმა. 

დღის ამბები