17 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ჟურნალისტიმა ვასილ სილაგაძემ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო

ჟურნალისტმა ვასილ სილაგაძემ პარლამენტის შენობასთან პროტესტის უკიდურეს ფორმას-შიმშილობას მიმართა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და გერმანიაში რეაბილიტაცია გახდა საჭირო.

სილაგაძემ, რომელსაც ავტოავარიის შედეგად კიდურები აქვს დაზიანებული, ფინანსური დახმარებისთვის მერიას მიმართა, თუმცა მუნიციპალიტეტიდან დახმარებაზე უარი მიიღო. ახლა კი ის დახმარებას პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს.

"დავიწყე შიმშილობა და ვიქნები იქამდე სანამ პასუხი არ იქნება. მინდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. ნახოს თავის თვალით რა დღეში ვარ. ვითხოვ გერმანიაში რეაბილიტაციას,"-ამბობს სილაგაძე.

დღის ამბები