17 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
რამდენჯერმე ჩამონგრეული ჭერი - ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქუთაისის სოციალური საცხოვრისი ხარვეზებით აშენდა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა მოამზადა და გაირკვა, რომ მშენებლობა ხარვეზებით მოხდა.

ამ ექსპერტიზის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სოციალურ საცხოვრისში რამდენჯერმე ჩამოინგრა ჭერი, დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებები და იქ ცხოვრება თანდათან საშიში გახდა. მერიამ ხარვეზების გამოსასწორებლად მშენებელ კომპანია "სანოს" უკვე მიმართა.

"ჩვენ შევქმენით კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ობიექტი საჭიროებდა ექსპერტიზას მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს რომლის დასკვნის შედეგადაც აღმოჩნდა რიგი ხარვეზები, აღნიშნული დასკვნა გადავუგზავნეთ შესაბამის ორგანოებს, ასევე ვუგზავნით შპს "სანოს" რათა მოახდინონ რეაგიერება,"-აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

დღის ამბები