17 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა იწყება

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივის. დღეს საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის ქვოტით საბჭოში გასული არამოსამრთლე წევრის სარჩელის განხილვა იწყება. იუსტიციის საბჭომ მას უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.

ანა დოლიძის აცილება მოსამართლეებმა მოითხოვეს. ანა დოლიძის ინტერესებს საია-ს თავმჯდომარე იცავს. სულხან სალაძის თქმით, დოლიძის სარჩელი დასაბუთებულია.

„ეს შეიძლება გახდეს არა ერთი და ორი შემთხვევა. ეს შეიძლება გახდეს ტენდენცია და შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მუდმივად საბჭოს წევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ტუ ის ღიად ისაუბრებს პრობლემებზე და გამოწვევებზე შესაძლოა ისეთ მნიშვნელოვან პროცესში რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან მოხდეს მისი აცილება და ვერ შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება-მოსილება. ამიტომაც მგონია, რომ ეს სარჩელი, რაზეც ანა დოლიძის ინტერესებს იცავს საია არის დასაბუთებული“-აცხადებს სულხან სალაძე.

სხდომა საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება. ჯერ-ჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ წარმოადგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  

 

დღის ამბები