17 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას - ”ემპათიას" დირექტორი 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას - ამის შესახებ განცხადებას, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიაში” აკეთებენ.

ორგანიზაციის დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით,  ცენტრი მზად არის ამ მიმართულებით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კონსულტაციები გაუწიონ.

ემპათია” დამოუკიდებლად აპირებს კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას და უახლოეს პერიოდში მოამზადებს დასკვნას, სადაც ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებების წარმოშობასა და გარდაცვალების მიზეზი იქნება საუბარი.

„მთელი რიგი ორგანოების არ არის გადმოცემული. რატომ, რის გამო, რა იყო ამის მიზეზი - ამაზე პასუხი უნდა იქნას გაცემული. არც გამოძიება არ არის ადეკვატური, მე არაერთგზის აღვნიშნე და არ არის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების. არც ექსპერტიზა არ ჩატარებულა საერთაშორისო სტანდარტების,“-განაცხადა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.

დღის ამბები