17 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით ორი ადამიანი მოიწამლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით მოიწამლა. ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ლანჩხუთის „მედ ალფაში“ გადიან მკურნალობას.

„მედ ალფას“ წარმომადგენლების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოწამლული ქალის განცხადებით, მან ინტოქსიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეცტექნიკის გამოყენებით მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია შეწამლეს. მისი თქმით, შეწამვლის შესახებ არ იყო გაფრთხილებული.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, მან თავად შეწამლა ტერიტორია ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარით და ამის შემდეგ მიიღო ინტოქსიკაცია.

გურიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სპეცტექნიკის გამოყენებით ხეხილის დამუშავება მიმდინარეობს.

დღის ამბები