17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
51-ე სკოლაში ბავშვებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირებაბა მოხდა

51-ე სკოლაში გუშინ მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოსწავლეები ერთმანეთს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის გარეტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ.

მოსწავლეები სხვადასხვა კლასელები არიან და დაპირისპირება სოციალური ქსელიდან დაიწყეს. 

51-ე სკოლის პედაგოგი ნანა დვალი აღნიშნავს, რომ დაპირისპირება უცენზურო სიტყვის გამო ორ მოსწავლეს შორის მოხდა და პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა მეგობრებს შორის. რაღაც უცენზურო სიტყვა უხმარია ერთ-ერთს. ორს შორის იყო დაპირისპირება. ვიღაცას ენა მიუტანია, გაარკვიეს უბრალოდ ბიჭებმა და შერიგდნენ,“ - ამბობს ნან დვალი.

დაპირისპირებაში სხვა უფროსკლასელებიც მონაწილეობდნენ, რომელებიც გუშინ ღამით იმყოფებოდნენ დაკითხვაზე. მათთან ერათად მანდატურებიც დაიკითხნენ.

ამ დროისთვს დაკითხვაზე იმყოფებიან მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი.

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები