17 ნოემბერი 2024,   18:16
ვრცლად
მირზა სუბელიანი კვლავ გამოკითხვაზე იმყოფება

მირზა სუბელიანი კვლავ გამოკითხვაზე იმყოფება. კურიერის ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. 

მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე უკვე მესამედ მივიდა. წინა გამოკითხვაზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი გამოძიების კითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა.

მირზა სუბელიანი  მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო, მას კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში სდებს ბრალს.

დღის ამბები