17 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
წაიკითხეთ კანონი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ მოვა პარლამენტში - კამათი ფუტკარაძესა და გოცირიძეს შორის

ხმაური და ცხარე დებატები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. კამათი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის საკითხის განხილვას მოჰყვა. ერთმანეთს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი ირინა ფუტკარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ. 

რომან გოცირიძის განცხადებით, პრობლემებია მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულებაში, გოცირიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია მოხდეს არსებული საბჭოს გაწვევა და ახალი სამეურვეო საბჭოს დამტკიცება. გოცირიძის განცხადებით, სამეურვეო საბჭომ ანგარიში უნდა ჩააბაროს ფრაქციას.

თუმცა ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ საბჭო არ არის ვალდებული პარლამენტში დაბარების შემთხვევაში მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.

„თქვენ რომ დაიბარეთ სამეურვეო საბჭო, წაიკითხეთ კანონი კარგად, სამეურვეო საბჭო არ არის ვალდებული თქვენს ან ქართული ოცნების წარმომადგენლებს შევხვდეთ. კანონი წაიკითხეთ თქვენ აქ კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევით და ცოტა უხერხულია, რომ სამეურვეო საბჭოს იბარებთ. არ მოვა სამეურვეო საბჭო არც აქ და არც ოცნებასთან“-განაცხადა ფუტკარაძემ.

რაზეც გოცირიძემ უპასუხა, რომ პარლამენტს შეუძლია დაიბაროს ნებისმიერი ფრაქციის სხდომაზე ყველა ის პირი ვისაც ის ამტკიცებს.

„გარდა იმისა, რომ უმძიმესი ფინანსური პრობლემებია საზოგადოებრივ მაუწყებელში. ნებისმიერ ფრაქციას აქვს უფლება დაიბაროს ნებისმიერი პირი, რომელიც ამტკიცებს პარლამენტი, პარლამენტი კი ამტკიცებს სამეურვეო საბჭოს“-განაცხადა გოცირიძემ.

ფუტკარაძემ მოითხოვა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ეჩვენებინა დასკვნა, თუ სად წერია, რომ მაუწყებელში თანხები იფლანგება.

„როდესაც ბიუჯეტი არ მტკიცდება, ერთი მუხლიდან თანხა გადადის მეორე მუხლში, თქვენ ისიც არ იცით ხელფასი რამდენია თანამშრომლების. როცა ხარჯები გაიწევა დამტკიცების გარეშე ეს არის კორუფცია“-აცხადებს გოცირიძე.

დღის ამბები