17 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
"თავისუფალი ზონის" წევრების პროცესი - მირიან დეისაძეს 700-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

„თავისუფალი ზონის“ წევრი მირიან დეისაზე სასამართლომ 700-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მირიან დეისაძე ამბობს, რომ მისი დაკავება უკავშირდება მის აქციებში მონაწილეობას და სამართალდამცავების მხრიდან ეს არის ერთგვარი დაშინების მცდელობა. მირიან დეისაძის განმარტებით მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მიუახლოვდნენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

„მეგობრის სახლიდან, რომ გამოვედი, შავი ფერის შკოდა წამოვიდა ჩემი მიმართულებით. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთი პოლიციელი გამოიქცა, მტაცა ხელი და ჩამტენა მანქანაში. მძღოლი უშვერი სიტყვებით მაგინებდა, ცდილობდა გამოვეყვანე წყობიდან. როდესაც მე არ წამოვედი ამ პროვოკაციაზე და ვეუბნებოდი ინანებ შენ მაგ საქციელსთქო, გააჩერეს მანქანა და მიაყენეს ერთი საათი სადღაც გზაზე. მძღოლი გამოცვალეს, სხვა პიროვნება ჩაჯდა მანქანაში და შემდეგ გადამიყვანეს განყოფილებაში,“-განაცხადა მირიან დეისაძემ.

საქალაქო სასამართლო კიდევ ერთი დაკავებულის ლაშა ჭიღლაძის საქმეზე მსჯელობს. მას გამოძიება პოლიციის შეურაცხყოფას ედავება.

“თავისუფალი ზონის” ორი წარმომადგენელი გუშინ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. 

დღის ამბები