17 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
"ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის მუქარას" - ადვოკატი ამტკიცებს, რომ მარნეულის მერი ელჩინ ალახვერდიევს შარდის წასმამდე გაუპატიურებით ემუქრებოდა

სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება - მარნეულში მომხდარი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლმა რუსთავის სამხარეო პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა.

როგორც ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატი ამბობს, მარნეულის მერი თეიმურაზ აბაზოვი ალახვერდიევს სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდა თუ ის სახეზე შარდს არ წაისვამდა.

„ადგილი ჰქონდა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ადგილი. ასევე, იყო მუქარაც, მუქარა სექსუალური ძალადობის შესახებ. კონკრეტულად, მერის მხრიდან იყო მუქარა აღნიშნულთან დაკავშირებით,“-განაცხადაელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად არის ცნობილი. მას უკვე გაესაუბრა სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

ვიდეომასალა, სადაც ელჩინ ალახვერდიევი სახეზე შარდს ისვამს და მარნეულის მერს ბოდიშს უხდის სოციალურ ქსელში გავრცელდა. მანამდე ამ ინციდენტს წინ უძღოდა მისი გამოსვლა ზაზა სარალიძის მხარდამჭერს აქციაზე, სადაც მან ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა. 

სამართალდამცავებმა მარნეულის მერი დააკავეს. მის გარდა ბრალი კიდევ 3 ადამიანს აქვს წაყენებული. ესენი არიან მარნეულის საკრებულოს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მერის ნათესავი და ენმ-ს წარმომადგენელს, პარლამენტის წევრს აზერ სულეიმანოვს. მას იმუნიტეტი იცავს, შესაბამისად მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა შეუძლებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები