17 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
დატბორილი ქუჩები, სარდაფები და დენის გარეშე დარჩენილი ოჯახები - ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები იმდენად დააზარალა, რომ სოფელ კარდენახში შიდა საუბნო გზები დაზიანდა. 25-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მაღალმთიანი სოფელი ჭერემი.

მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

გურჯაანის მერის ინფორმაციით გზის აღდგენის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

დაზიანებულია თავად მერიის შენობაც. წყლის კოლექტორმა ჭარბი ნალექი ვეღარ გაატარა, რის შედეგადაც წუხელ, გვიან ღამით მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია და სარდაფი დაიტბორა.

ადგილზე სამაშველო ბრიგადა და შესაბამისი ტექნიკა იყო მობილიზებული, რომელმაც წყლის ამოტუმბვის სამუშაო ჩაატარა.

უხვი ნალექის გამო გუშინ მოძრაობა შეიზღუდა გომბორის უღელტეხილზეც. რამდენიმე საათის განმავლობაში ავტომობილებისთვის გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა.

დღის ამბები