ხანძარი თბილისში - ცეცხლი ნავთლუღის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა. დამწვარია ავტომობილების მეორადი საბურავები და საყოფაცხოვრებო ნივთები, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია გამომწვევი მიზეზი.