არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელი სტრუქტურის შექმნას ითხოვენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და EMC დღეს ამ საკითხზე ყურადღებას სუს-ის საქმიანობის შეფასებისას გაამახვილებენ.
მესამე სექტორში საკანონმდებლო ხარვეზებზეც აკეთებენ აქცენტს და საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ. ანგარიშის პრეზენტაციას ქართველი და უცხოელი ექსპერტები დაესწრებიან, წარმოდგენილი იქნება კონკრეტული რეკომენდაციებიც.
„ვინაიდან დღეს ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის სტრუქტურა, რომელშიც თავმოყრილია ჭარბი ძალაუფლება - მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების სამსახურს აქვს ანალიტიკური ფუნქციაც, დანაშაულის პრევენციის ფუნქციაც და ამ ჭარბი ძალაუფლების ფონზე, არ არსებობს რეალური სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას. ჩვენი რეკომენდაციები შეეხება, როგოც პარლამენტის მხრიდან კონტროლის გაძლიერებას, ისევე სასამართლოს მხრიდან კონტროლის გაძლიერებას,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.