17 ნოემბერი 2024,   18:14
ვრცლად
დატბორილი ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და წაქცეული ხეები - სტიქია თბილისში

დატბორილი ქუჩები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლები - თბილისი რამდენიმე საათის განმავლობაში სტიქიას ებრძოდა.

გაბრიელ სალოსის ქუჩის მიმდებარედ, გეთიას პირველ ჩიხში სანიაღვრე არხმა წყალი ვერ გაატარა და ქუჩაზე ამოვიდა.

დატობრილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. წლიერმა წვიმამ ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა ვარკეთილის ხიდებთან.

ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ელექტროსადენები და ხეები.

სამაშველო სამსახურში 200-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, მათ შორის ყველაზე მეტი გამოძახება გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონებიდან დაფიქსირდა.

დღის ამბები