17 ნოემბერი 2024,   18:19
ვრცლად
ძლიერი წვიმა თბილისში - გიორგიწმინდის დასახლებაში ხევის ადიდების გამო, გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა

უხვმა ნალექმა გლდანის რაიონში, გიორგიწმინდის დასახლებაში პრობლემები შექმნა. ხევძმარის ხევის ადიდების გამო, გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა.

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ქალაქის მერი, კახი კალაძე, ვიცემერთან და​ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ადევნებდა თვალს. წვიმამ დასახლებაში სახლებისა და ეზოების დატბორვაც გამოიწვია.

მოსახლეობის ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს დასახლებაში მსგავსი პრობლემა იქმნება.

სტიქიის გამო ისევ რთული ვითარება იყო ახმეტელის მეტროს მიმდებარედ და მიწისქვეშა გადასასვლელში, რამდენიმე მაღაზია დაიტბორა.

„გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. პატარ-პატარა დაზიანებები იყო, თუმცა არა ამ მასშტაბის. იყო ისნის რაიონში, ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია,“-განაცხადა თბილისის მერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები