სტიქია საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. დაზიანებულია გზის ნაწილიც.
სამაშველო სამსახურში დუშეთიდან სულ 18 შეტყობინება შევიდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, რადგან მთლიანად არის დატბორილი მოსავალი. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.